საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია „სოლვიტი“ 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება, ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხიმგებლობას. იგი ორიენტირებულია, მჭიდრო და მყარი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, როგორც პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან, ასევე IT ვენდორებთან.

 

ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ, აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/

 

კომპანია „სოლვიტი“ აცხადებს სტაჟირებას „მონიტორინგის ოპერატორის„ პოზიციაზე.

 

სტაჟირება მოიაზრებს ადგილზე დასაქმების პერსპექტივას.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნოდარ ბოხუას #4.

სამუშაო დრო სტაჟირების პერიოდში ინდივიდუალურად შეთანხმდება აპლიკანტთან.

 

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • მონიტორინგის სისტემების შეტყობინებაზე დროული რეაგირება.
  • შემოსული პრობლემური სიგნალების იდენტიფიცირება, კრიტიკულობის განსაზღვრა და გადამისამართება ინციდენტის მიმღებ ჯგუფთან.
  • დავალებების აღრიცხვის სისტემის მონიტორინგი და ანალიზი.
  • კომპანიაში არსებული შიდა პროცესებისა და პროცედურების მონიტორინგი და ანალიზი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია კომპიუტერული სისტემების და კომპიუტერული ქსელების საბაზისო ცოდნა.

 

ადგილზე მოხდება შერჩეული კანდიდატის დატრეინინგება და სწავლება.

 

გელით ჩვენს მეგობრულ გუნდში.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  info@solvit.ge  ან tako.jgushia@gmail.com

 

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ სტაჟირების დასახელება: „მონიტორინგის ოპერატორი “

 

გისურვებთ წარმატებას!