საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიკროსაფინანსო კომპანია  სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს  ანაზღაურებად სტაჟირებას კომპანიის გაყიდვებისა და მომსახურების დეპარტამენტში.

 

თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ხართ ენერგიული და მოტივირებული სტუდენტი, გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სფეროში, განავითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლისა და განვითარების საუკეთესო შანსი.

 

სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო  და  ბიზნეს სესხებს.

 

ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

 

ადგილმდებარეობა :   ქ. თბილისი, საბურთალო

 

ძირითადი მოვალეობები:

ფილიალში შემოსული მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება;

საკრედიტო განაცხადის მიღება/დამუშვება;

სესხის პროგრამული რეგისტრაცია;

სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა;

პორტფელის მართვა/მონიტორინგი;

დეპარტამენტის მიმდინარე საქმეების მართვაში მონაწილების მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი;

უპირატესობა მიენიჭიებათ ეკონომიკური, ან ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს;

საოფისე კომპიუტერული პროგრამების (world; excel)  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

დამატებითი უნარები:

ენერგიული;

მოტივირებული;

სხარტი;

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

                  

       

გამოაგზავნეთ თქვენი CV  ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge;

 

სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითეთ: „სტაჟირება - მომსახურების ოფიცერი“

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2022 წლის, 30 სექტემბერი.

 

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!