საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“  2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური,ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები.

 

შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

 

სამუშაო ადგილი :       ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული

სამუშაო გრაფიკი:        ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)

სამუშაო განაკვეთი:     სრული (40 საათი)

ანაზღაურება:                ხელზე ასაღები 500 ლარი

ხანგრძლივობა:             3 თვე

 

შესყიდვების სამსახურის სტაჟიორის სამუშაო აღწერილობა:

  • მოხსენებითი ბარათით განსაზღვრული მოთხოვნის  იდენტიფიცირების/განხილვის უზრუნველყოფა, მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, შესყიდვის საშუალების შერჩევასა და შესყიდვის განსახორციელებლად  სამუშაო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის შესწავლა/კვლევაში მონაწილეობის მიღება;
  • სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში, ტენდერის გამოცხადებასა და სატენდერო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობის მიღება ხელშეკრულების გასაფორმებლად;
  • ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, გამარტივებული გზით ხელშეკრულების გასაფორმებლად, შესყიდვის ობიექტიდან გამომდინარე, საჭირო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობა;
  • პირდაპირი გზით ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
  • შესყიდვების სამსახურში მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართულობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით;
  • სასურველია უცხო ენ(ებ)ის ცოდნა;
  • სავალდებულოა MS Office: Word; Excel; Power Point; Outlook - ის ცოდნა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • შედეგებზე  ფოკუსირება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2022 წლის 11 სექტემბრისა და Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის კოდი - 010.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.