საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს, მედია ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საინიციატივო ჯგუფებს და ფიზიკურ პირებს მოხალისეობრივი ინიციატივების მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

     

    თუ ხართ დაინტერესებული მოხალისეობით, მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებით და გაქვთ საინტერესო იდეები, ველით თქვენს განაცხადებს საქართველოს 10 რეგიონიდან: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.

     

    გაეცანით დეტალურ ინფორმაციას და წარადგინეთ განაცხადი 2022 წლის 26 სექტემბრის 18:00 საათამდე.  

    დებულების ბმული იხილეთ აქ: https://bit.ly/3QvtcMJ 

    განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3KQLOWb 

    16 და 22 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე დაინტერესებული აპლიკანტებისთვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები Zoom პლატფორმის საშუალებით. 

    ZOOM პლატფორმის ბმული იხილეთ აქ: 

    https://us02web.zoom.us/j/84048806176... 

    Meeting ID: 840 4880 6176 

    Passcode: 318248