საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აცხადებს კონკურსს პროექტის ანალიტიკოსის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, National Endowment For Democracy მიერ
მხარდაჭერილი პროექტის - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი - ფარგლებში.


ორგანიზაციის შესახებ:
ა(ა)იპ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ არის საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2019 წლის მაისში დაფუძნდა. დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ჩვენ ვებ-გვერდზე www.democracyindex.ge


პროექტის შესახებ:
პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის და ინდივიდუალური დეპუტატების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და მათი გამჭვირვალე საქმიანობის
ხელშეწყობა, საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის ამაღლების და მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების შესახებ
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


პროექტის ვადა: 2023 წლის 1 ოქტომბრამდე.


კრიტერიუმები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
• უმაღლესი განათლება სამართალში, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით, სპეციალიზებული კონსტიტუციურ სამართალში
• შესაბამისი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ცოდნა
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
• ძლიერი კვლევითი და წერის უნარები
• პროფესიით მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება, მათ შორის გამოცდილება ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით

• დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება და/ან გამოკვეთილი მოტივაცია

 

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ-ჩვევები:

• კრიტიკული აზროვნების უნარი • კომუნიკაციის უნარ-ჩვევები

• დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობელობა

• როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები

• ინიციატივის, სამუშაოს ორგანიზების და ამოცანის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი

 

პროექტის ანალიტიკოსის ფუნქციებია:

• პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მონიტორინგი და საკანონმდებლო ინიციატივების სამართლებრივი ანალიზი

• კანონპროექტებზე მოსაზრებების, საჯარო განცხადებების და სხვა ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება

• კანონპროექტების განხილვებში მონაწილეობა საკომიტეტო და სხვა ფორმატებში

• პარლამენტის საკონტროლო/საზედამხედველო ფუნციის შესრულების ხელშეწყობა ინიციატივების და კვლევების განხორციელების გზით

• პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება

• ინდივიდუალური დეპუტატების საქმიანობის მონიტორინგისთვის ინფორმაციის შეგროვება

 

კონკურსი შედგება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - საკონკურსო განაცხადების განხილვა

დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე democracyindexgeorgia@gmail.com

• CV

• სამოტივაციო წერილი, რომელიც განმარტავს განმცხადებლის სურვილს დამკვირვებელ ორგანიზაციაში მუშაობის შესახებ

• ელექტრონული მისამართი/ბმული სადაც გამოქვეყნებულია/ხელმისაწვდომია კანდიდატის ავტორობით გამოცემული ანგარიში/კვლევა

 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 სექტემბერი

 

ფორმალური შესაბამისობის შემოწმების შედეგად კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრებაზე შემოწმდება ინგლისური ენის ცოდნაც.

 

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება! გასაუბრებაზე მიწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ კონკურსის პირველ ეტაპს.