საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლითონისა და სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია ფოლადის სახლი  20 წელზე მეტია, რაც წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო ბაზარზე. განვითარების მზარდი ტემპიდან გამომდინარე, კომპანია მალევე გადავიდა ბრენდინგისა და რეფორმების ეტაპზე და დღეს უკვე წარმატებით ფუნქციონირებს როგორც რამდენიმე ბიზნეს მიმართულების ჰოლდინგი.

ფოლადის სახლი წარმოდგენილია 4 შოურუმით თბილისსა და ბათუმში.


დამატებითი ინფორმაციის სანახავად, შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge



კომპანია  აცხადებს ვაკანსიას  საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტების მოძიება, ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება;
  • არსებული და ახალი მასალის შესწავლა-ათვისება და მისი სრული ტექნიკური მახასიათებლების მიტანა კლიენტამდე;
  • კომპანიის მიერ მოცემული სარეალიზაციო გეგმის ყოველთვიური შესრულება
  • კორპორატიულ კლიენტებთან აქტიური ურთიერთობა, სატელეფონო საუბრებით და ელექტრონული მიმოწერით;
  • საჭიროების მიხედვით სამიზნე ბაზარზე მოთამაშე პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ჩანიშვნა და ვიზიტი - მივლინება;
  • გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით, კლიენტებთან ეფექტური  და თავაზიანი კომუნიკაციის გზით, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
  • პოტენციურ კლიენტებთან გაყიდვების წარმოება, მათ შორის, შეთავაზებების გადაგზავნა ელ. ფოსტით და ელ.ფოსტაზე შემოსულ შესაბამის წერილებზე რეაგირება, განფასებების გაკეთება.
  • სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება, სერვისის გაწევა;
  • ლოგისტიკურ საკითხებში ჩართულობა კონკრეტული შეკვეთის ჭრილში;
  • კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მისი დამუშავება;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ეფექტური არგუმენტირების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • ემპათიური;
  • ინგლისური და რუსული ენების (და/ან სხვა დამატებითი ენის) ცოდნა გამართული და გასაგები წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად ადაპტირებისა და მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

არსებული ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი

სამუშაო ადგილი: კომპანია აღნიშნული პოზიციის შევსებას გეგმავს  ვარკეთილში, რაფიელ დვალის #11ა

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი, 10:00-დან 19:00-მდე)

ბენეფიტები:

ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი

სატელეფონო ლიმიტი

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   g.gubeladze@poladissakhli.ge  - 2022 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

 

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი

 

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.