საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 15/09/2022 - 30/09/2022

1) კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტში - გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინფორმაციის დამუშავება
  • დოკუმენტბრუნვის მართვა
  • გაყიდვების მენეჯერის ასისტირება
  • დებიტორების მართვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფაკულტეტი - ეკონომიკური, ბიზნესი და უფრო საფინანსო მიმართულებები)
  • ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
  • ექსელის საბაზისო ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • კარგი და მკაფიო კომუნიკაციის უნარები
  • პოზიტიური მეტყველება

 

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 (1 საათიანი შესვენებით)

სამუშაო ადგილი - არდის სათავო ოფისი (ვაჟა ფშაველას გამზ. N3

სავარაუდო სახელფასო რეინჯი გავითვალისწინებთ გასაუბრებაზე კანდიდატის მოთხოვნებს და კვალიფიკაციას, ამიტომ ავღნიშნე რომ სავარაუდოა)- ფიქსირებული: პირველი თვე 600 ლარი (ნეტი), მეორე თვიდან 700 ლარი (ნეტი) + საბონუსე სისტემა (მენეჯერის პორტფელიდან გარკვეული პროცენტი)

 

 

2) ადმინისტრაციული დეპარტამენტი - ოფისის მენეჯერი 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
  • კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
  • რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება.
  • ფოსტის მიღება-გაგზავნა;
  • საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეხვედრების დაგეგმვა;
  • კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
  • ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება;
  • ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
  • დახმარება სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სამსახურების.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა


სამუშაო ადგილი: თბილისი , ვაჟა ფშაველას გამზ. N3
სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.

 

3) საცალო გაყიდვების დეპარტამენტი - გაყიდვების მენეჯერი

 

ფუნქცია - მოვალეობები:

  • ინდივიდუალური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
  • გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბიზნეს სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ბაკალავრის დიპლომი სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office)
  • ქართული ენის გამართული ცოდნა (წერა, მეტყველება) - სავალდებულოა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • სავალდებულოა გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (1 ან 2 წლიანი).

 

სამუშაო ადგილი: თბილისი , ზურაბ ანგაფარიძის N1, ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა.
სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.

ანაზღაურება: გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა.

 

4) ქოლცენტრის სამსახური - ოპერატორი 

 

ფუნქცია - მოვალეობები:

  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
  • კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
  • ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;
  • ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება:
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, კურსდამთავრებული;
  • სასურველია ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი , ზურაბ ანგაფარიძის N1, ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა.
სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი 6 საათიანი სამუშაო ცვლები: 09:00 – 15:00, 10:00-16:00, 11:00-17:00, 15:00-21:00.

ანაზღაურება პირველი 3 თვე 500 ლარი (ნეტი), მეოთხე თვიდან 700 ლარი (ნეტი) + საბონუსე სისტემა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ,  გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე - n.mgvdeladze@ardi.ge  და Subject-ში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.