საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 16/09/2022 - 29/09/2022

ვაკანსიის დასახელება           ბუღალტერი

სამუშაო საათები        სრული სამუშაო გრაფიკი


 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, მონიტორინგი და შეგროვება
  • ბუღალტრული აღრიცხვის  წარმოება
  • ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
  • სტატისტიკის დეპარტამენტში შესაბამისი ფორმების შევსება
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია აუთსორსინგულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
  • სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია პროგრამა ბალანსში
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანი და კეთილგანწყობილი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ბუღალტერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29.09.2022

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.