საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება           -   საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი                     -     სტაჟირება
ორგანიზაცია                           -     სსიპ - შემოსავლების სამსახური
კატეგორია                               -     სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა        -     01.10.2022
თანამდებობრივი სარგო         -      700 ლარიდან 1500 ლარამდე
ადგილების რაოდენობა          -    20
სამსახურის ადგილმდებარეობა   -    თბილისი
სამუშაოს ტიპი                        -   სრული განაკვეთი


ფუნქციები
პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:
• ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და არსებულ მოდულებში ცვლილებების შეტანა;
• მონაცემთა ბაზებში ობიექტების შექმნა და საჭიროების შემთხვევაში არსებული არქიტექტურის ტექნიკურად დახვეწა;
• მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დამუშავების, სტატისტიკური და ანგარიშგებების ფორმების (რეპორტების) გენერირება;

 

მოთხოვნები
მინიმალური განათლება     -    სტუდენტი

 

საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი თბილისი, 0114, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები (032) 2 26 26 46


დამატებითი მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების / IT მიმართულებით);
• პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
• რელაციური ბაზების თეორიული ცოდნა;
• ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
• ჯგუფში მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• პუნქტუალურობა, მოტივირებულობა;
• კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• უპირატესობად ჩაითვლება: Oralce PL/SQL, MY SQL, C#, Angular 2+, HTML/CSS, Android Studio, Javascript, Jquery, Oracle Forms ტექნოლოგიებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა.

 

დამატებითი ინფორმაცია
სტაჟირების რაოდენობა:
პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს (8 სტაჟიორი)
ვებ რესურსების მართვის სამმართველოს (8 სტაჟიორი)
სისტემური არქიტექტურის და მონაცემთა გაცვლის სამმართველოს (4 სტაჟიორი)


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• უმაღლესი განათლების/სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• მიუთითონ რეკომენდატორი;
• წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.

 

კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.


კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • ზეპირი დავალება
  • გასაუბრება

 

სავალდებულო ბლოკები

  • პირადი ინფორმაცია
  • განათლება კვალიფიკაცია
  • ფაილის ატვირთვა სავალდებულოა
  • რეკომენდატორები
  • სამოტივაციო წერილი