საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ვაკანსია: Business Experience Challenge 2022
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/09/2022 - 15/10/2022

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ვიწყებთ Business Experience Challenge 2022-ს (ბიზნეს გამოწვევას).

 

Business Experience Challenge არის საერთაშორისო ონლაინ კონკურსი 18-26 წლის სტუდენტებისა და ახალ კურსდამთავრებულებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მათ გამოსცადონ, როგორია მუშაობა PwC-ში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) რეგიონში.

 

პირველ ტურში მონაწილეები ხვდებიან PwC-ის პროფესიონალებს და წყვეტენ ამოცანებს / დავალებებს, რომლებსაც ჩვენი საკონსულტაციო, აუდიტორული, საგადასახადო და იურიდიული გუნდები აწყდებიან ყოველდღიურ მუშაობაში. საინტერესო საქმიანი ამოცანების გადაჭრითა და თან სწავლით ისინი, ამავდროულად,  ყოველკვირეული პრიზებისთვის იბრძვიან.

 

შეჯიბრის მეორე ტურში, მონაწილეები თანატოლებთან ერთად აყალიბებენ  გუნდებს და გუნდურად აგრძელებენ ბიზნეს გამოწვევაში მონაწილეობას. გამარჯვების მოსაპოვებლად მათ უწევთ სხვადასხვა დავალების შესრულება და ბიზნეს ქეისების ამოხსნა. საუკეთესო გუნდები მიწვეულნი იქნებიან ეროვნულ და საერთაშორისო ფინალში. მონაწილეებისა და გამარჯვებულებისათვის გათვალისწინებულია მრავალი წამახალისებელი პრიზი.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელია 2022 წლის 15 სექტემბრიდან 2022 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

 

გთხოვთ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ამ ბმულზე:

PwC Business Experience Challenge