საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, წნორი, დედოფლისწყარო, საჩხერე, ჭიათურა, ფოთი, საგარეჯო, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ოზურგეთი, სამტრედია.

 

ძირითადი ფუნქციები:

ბანკის პოტენციური მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შეთავაზება და განვადების პროცედურის განხორციელება;

მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;

ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);

მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);

ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;

კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;

პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;

ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;

ლოგიკური აზროვნება.

 

ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

 

წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციებზე.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2022.