საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 26/09/2022 - 07/10/2022

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს ოფისის მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი ციფრული პროდუქტების შექმნაში.

 

გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

 

ძირითადი სამუშაო:

  • ოფისის მარაგების კონტროლი და შესყიდვების განხორციელება;
  • ოფისში არსებული ნივთების გამართვა და მოწესრიგება;
  • საოფისე ინვენტარის შევსებაზე ზრუნვა;
  • კომპანიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და შემოსული საკითხების პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება.
  • საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ადმინისტრაციულ/ოფის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება - 600 ლარი ხელზე.

 

*სამუშაოს მოცულობა არის ძალიან მცირე, შესაბამისად ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს თავისუფლად ექნება შესაძლებლობა, რომ ადგილზე ისწავლოს და იმეცადინოს ან დაესწროს ონლაინ ლექციებს, ამიტომაც მოქნილი და კომფორტულია სტუდენტებისთვის.

 

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Office Manager