ეისითი ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, სხარტი და ანალიტიკური აზროვნების მქონე სტაჟიორებს მარკეტინგული კვლევის გუნდში, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გახდნენ ეისითის მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრები.
რა გამოცდილებას და ცოდნებს მიიღებთ?
როგორც მარკეტინგული კვლევების გუნდის-სტაჟიორს, თქვენ გექნებათ საშუალება ანალიტიკური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოთ სენიორ კონსულტანტებს და კვლევის ანალიტიკოსებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროს მრავალფეროვანი კვლევითი პროექტების განხორციელებაში.
რისი გაკეთება მოგიწევთ?
- ანალიტიკოსების მხარდაჭერა კლიენტისთვის მისაწოდებელი მასალების მომზადებაში: კვლევის შეთავაზება, ანალიტიკური ანგარიშები, პრეზენტაციები.
- ანალიტიკოსების მხარდაჭერა პროექტის მართვაში: პროექტის დაგეგმვა (რესურსები / ვადები) და გაწერა, კითხვარის მომზადება, ტრანსკრიპტის მომზადება და დაშლა.
- შეხვედრებისა და პროექტული ტრენინგების ორგანიზება.
რა ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებათ?
- სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ბიზნეს ადმინისტრირება (ბაკალავრის ხარსიხი)
- კვლევის მეთოდების ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel და Power Point)
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
- რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა
რა უნარები დაგეხმარებათ სტაჟირების წარმატებით გავლაში?
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სწრაფი ადაპტაციის უნარი
- მონაცემთა ანალიზის უნარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8
ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება-სტაჟიორი მარკეტინგული კვლევის გუნდში