საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე" აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

 

"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს  (www.loialte.com.ge) და ტრენინგ ცენტრს (https://erudio.ge/ka).

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაგეგმილი გაყიდვების კამპანიების შესრულებისთვის საჭირო ღონიძიებების გატარება;
  • არსებული ბაზების მართვა - შეთავაზების სტრატეგიის განსაზღვრა;
  • სატელეფონო გაყიდვების განხორციელება;
  • იმეილ მარკეტინგის მართვაში მონაწილების მიღება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან/და სხვა მონათესავე მიმართულებით.
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • კრეატიული, შემოქმედებითი წერის უნარი.

 

სტაჟირების ვადა: 3 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სტაჟირება ანაზღაურებადია.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: ani.nozadze@loialte.com.ge.

 

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 

წარმატებას გისურვებთ.