საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო IT კომპანია FINA2.NET აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და  სასურველი უნარ-ჩვევები: 
- ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონეზე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- MS office-ისა და Google-App ხელსაწყოების ცოდნა;
- IT სფეროში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია განათლება ბიზნესში ან მასთან მომიჯნავე სფეროებში;
- კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის სწორი მენეჯმენტის უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

მოვალეობები:
- Microsoft-ის პროდუქტების/სერვისების გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
- პოტენციურ კლიენტთა ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
- სატელეფონო ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან;
- კომპანიების მოზიდვა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება Microsoft -ის სერვისის/პროდუქტის შესახებ;
- გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება;

 

სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში.(დასაქმებულს შეუძლია თავად გადაანაწილოს სამუშაო დრო კომპანიასთან შეთანხმებით.) 


ჩვენ გთავაზობთ:
- გაყიდვებიდან ბონუსს;
- შიდა და გარე ტრენინგებში მონაწილეობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლას;
- კვალიფიციურ გუნდთან მუშაობას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი საიტი: www.fina2.net https://fina2.net/

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა


გისურვებთ წარმატებას!