საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.

 

სტაჟირების შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იწყებს კომერციული სამოქალაქო დავების მონიტორინგს. ორგანიზაცია სასამართლო მონიტორინგის განსახორციელებლად ეძებს იურიდიული ფაკულტეტის მოტივირებულ სტუდენტებს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი და ბათუმი

სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი
ხანგრძლივობა: 18 თვე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში წარმოებულ სამოქალაქო დავებზე  დასწრება;
  • პროექტის გუნდის მიერ შემუშავებული კითხვარის  მიხედვით სხდომის მიმდინარეობის აღწერა;
  • სხდომების შედეგების შეჯამება და  პროექტის ფარგლებში მომუშავე იურისტთა ჯგუფთან განხილვა;
  • სხვა მონიტორებთან საქმიანობის კოორდინაცია.

 

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • იურიდიული ფაკულტეტის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ცოდნა. სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სასამართლო პროცესზე დასწრების ან სხდომებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

პროექტის დაწყებამდე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან შესაბამის ტრენინგს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს მათი პროფესიული განვითარებისათვის.

სტაჟირების პროგრამა არ ანაზღაურდება. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო’’ უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას.

 

განცხადების წარდგენის პროცესი:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე jobs@transparency.ge ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ „მონიტორი” და შესაბამისი ქალაქი (თბილისი / ბათუმი).

 

კონკურსის ეტაპები:

  • პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების გადარჩევა;
  • მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 ოქტომბერი. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.