საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება   -   რაული კანკიას სახელობის რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტიკის ეტალონური განყოფილების სპეციალისტი

კონკურსის ტიპი    -   ღია კონკურსი

ორგანიზაცია     -    სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების" საფუძველზე.

 

კატეგორია  -   ტექნიკური სამუშაოები

განცხადების ბოლო ვადა    -   09.10.2022

თანამდებობრივი სარგო:    1100 ლარი

ადგილების რაოდენობა    -   1

სამსახურის ადგილმდებარეობა   -  თბილისი

სამუშაოს ტიპი   -  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა   -   3 თვე

 

ფუნქციები

1. რ. კანკიას სახელობის რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტიკის ეტალონური განყოფილების ეტალონებისა და გაზომვის საშუალებების დაკალიბრებისა და დამოწმების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.

2. განყოფილების ეტალონების სტაბილურობისა და მეტროლოგიური მახასიათებლების შენარჩუნების მიზნით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;

3. გაზომვების მონაცემების დაგროვებაში, სტატისტიკურ დამუშავებასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;

4. განყოფილების ეტალონების და გაზომვის საშუალებების ექსპლუატაციისა და კვლევების საჭირო პირობების მომზადება და დაცვა;

5. პირველადი დამოწმების აღარების სამუშაოებში მონაწილეობა სააგენტოში და დამკვეთის ტერიტორიაზე;

6. შესაბამისი საერთაშორისო და სხვა სტანდარტების, სახელმძღვანელოების მოძიება და დამუშავება;

7. განყოფილების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტაციის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;

8. განყოფილების აღჭურვილობის ბაზის თაობაზე ინფორმაციის მოძიება, შესწავლა, გაანალიზება და წინადადებების მომზადება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება   -   სტუდენტი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული  https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/73424?active=1&fbclid=IwAR1z_Kok_FFk0XryZZiuLnIGd7w9jNduuAQk9neGVtTrJN_uSDluqCkj4Cs