საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ციფრული სერვისების ბრენდი, რომელიც აერთიანებს BDO-ს ტექნოლოგიური მომსახურებების და პროდუქტების სრულ სპექტრს. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.

 

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნესპროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

 

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ვაკანსიის დასახელება ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი RPA დეველოპერი

ადგილმდებარეობა    ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

სამუშაო საათები    სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

ხანგრძლივობა 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში უმცროსი RPA დეველოპერის პოზიციაზე

 

ფუნქცია/მოვალეობები

• რობოტიზაციის გადაწყვეტილებების შექმნა და მხარდაჭერა (RPAUiPath, Microsoft)

• პროცესების ანალიზი Process mining ინსტრუმენტების გამოყენებით და ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა

• სხვადასხვა პროგრამული პლატფორმის „Event Log“ -ების დამუშავება და ფორმატირება

• პროცესების რობოტიზაციის ამოცანების გადაჭრა RPA ინსტრუმენტების გამოყენებით.

• როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა ჩვენთან ცოდნის მიღება და განვითარება

• Robotic Process Automation (RPA) ინსტრუმენტების და პროგრამული გადაწყვეტილებების ათვისება