სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო დავალიანებების მართვის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.
ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად შეასრულოს ფუნქციები:
· ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;
· მომხმარებლებთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებზე და ვარიანტებზე;
· ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით (სატელეფონო კომუნიკაცია დავამატოთ ოპერატორთან);
· პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა
· გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება
თანამშრომლობისთვის საჭიროა:
· განათლება: უმაღლესი - სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით;
· სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
თუ გაქვს შესაბამისი უნარები, გელით:
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
· ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
· შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა;
· ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება;
· ემოციური წონასწორობა, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26/09/2022.