საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 13/10/2022 - 28/10/2022

სს „ნიკორა“ აცხადებს სტაჟირებას  შიდა აუდიტის დეპარტამენტში:
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში : 800 ლარი
სტაჟირების პერიოდში თქვენ შეისწავლით და მიიღებთ მონაწილეობას:

  •  შიდა აუდიტის პროექტებში ჰოლდინგის მასშტაბით;
  •  თუ როგორ ხდება რეკომენდაციების შემუშავებისა და მათი შესრულების მონიტორინგი;
  •  თუ როგორ ხდება შიდა აუდიტის რეპორტების მომზადება ;
  •  ჩაერთვებით როგორც ფინანსურ ასევე პროცესუალურ აუდიტში.

 
სტაჟირებაზე მოსახვედრად საჭიროა:

  • სწავლობდეთ ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულების ბოლო კურსზე ან იყოთ
  • ახალი კურს დამთავრებული;
  • გქონდეთ აკადემიური მოსწრება - GPA >3;
  • იცოდეთ Excel მაღალ დონეზე;
  • ფლობდეთ ინგლისურსა და ქართულ ენებს მაღალ დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ვერბალური და წერითი უნარები;
  • პრეზენტაბელურობა;
  • დარწმუნების უნარი.

შერჩევა ჩატარდება სამ ეტაპად:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ტესტირება;
  • გასაუბრება;

შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომბინირებული ტესტს შემდეგი მოდულების გათვალისწინებით :

  • ზოგადი უნარები;
  • ინგლისურის ტესტი;
  • ბუღალტერიის შესავალი კურსის ამოცანები (ACCA F1 F2 F3);
  • ესე ქართულად.

სტაჟირების წარმატებით გავლა გულისხმობს დასაქმებასა და შემდგომ განვითარებას კომპანიაში!

 
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: l.makharashvili@nikora.ge   
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟირება შიდა აუდიტის დეპაარტამენტში.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 ოქტომბერი.
თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.