კომპანია BDO აცხადებს ვაკანსიას აუდიტის ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი
ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ფუნქცია/მოვალეობები
• აუდიტის გარიგებების ხარისხის მონიტორინგი სტანდარტებთან (IFRS, ISQC1, ISA და ა.შ.) შესაბამისობის დადგენის მიზნით
• შეუსაბამობის იდენტიფიცირების შემთხვევაში სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეკომენდაციების მიცემა
• ხარისხის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებული პროცედურების ოპტიმიზაციაში ჩართულობა
• სტანდარტებში შესული ცვლილებების მუდმივი კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• აუდიტორულ ფირმაში აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
• აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
• ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS)
• ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
• ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
• სასურველია ACCA-ის სერტიფიცირება
პიროვნული თვისებები:
• ორგანიზებული
• დეტალებზე ორიენტირებული
• დროის ეფექტურად მართვის უნარი
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
• ენერგიული
• რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ
„აუდიტის ხარისხის მონიტორინგის სპეციალისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30.10.2022