საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პეისერა (ბანკი) საქართველო ეძებს ახალგაზრდებს მომსახურების მხარდამჭერი ოპერატორის პოზიციაზე.

 

Paysera არის ლიტვური Fintech კომპანია, რომელი ფლობს ევროკავშირის ლიცენზიას და უზრუნველყოფს სწრაფ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს. მათგან მთავარი სერვისებია: გადახდის სისტემა ელექტრონული მაღაზიებისთვის, მაღალი სტანდარტის ფინანსების მართვის აპლიკაცია, ფულის გადარიცხვის მომსახურება, ვალუტის კონვერტაცია, ბარათები და სხვა.  საერთაშორისო დონეზე Paysera წარმოდგენილია 300 თანამშრომლით და 15 ლოკაციით.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:  https://www.paysera.com/ https://www.youtube.com/user/paysera/featured

 

თუ თქვენ:

ხართ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული;

ფლობთ ინგლისურ ენას და გსურთ საერთაშორისო კომპანიით დაიწყოთ კარიერა;

საბანკო სექტორი და ონლაინ ბანკი თქვენი ინტერესის სფეროა;

 

მაშინ გელოდებით ჩვენთან. 

 

ჩვენ გთავაზობთ:

განვითარებაზე ორიენტირებულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

საერთაშორისო კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს;

საინტერესო საქმეს და გამოცდილებას;

სამოტივაციო სისტემებს. 

 

ფუნქცია - მოვალეობები:

მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა მომხმარებლების მხარდაჭერა - კონსულტაციის გაწევა;

ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურების გაწევა. მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება;

მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@palitra.ge

 

შერჩევის ეტაპი მოიცავს მცირე ინგლისურ ტესტს და გასაუბრებას.