საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 19/10/2022 - 30/10/2022

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან. Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

 

Nexia TA აცხადებს სტაჟირებას სგადასახადო მიმართულებით. სტაჟირება მოიცავს სასწავლო პროგრამასა და პრაქტიკულ მუშაობას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე, პირველი სამი თვე არ არის ანაზღაურებადი.

სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, ბიზნეს ცენტრი „King David”

 

მოთხოვნები:

  • სასურველია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კონტრჰაგენტი კომპანიის დეკლარირებული მონაცემების დამუშავება;
  • კომპანიის წარმოდგენილი დოკუმენტაციის Excel-ში დამუშავება და შესწავლა;
  • კომპანიის საგადასახადო რისკების განსაზღვრა (აუდიტორის ზედამხედველობით);
  • აუდიტის პროექტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტის პროცესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება საგადასახადო მიმართულებით".

 

გისურვებთ წარმატებებს!