საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/10/2022 - 03/11/2022

ადგიმდებარეობა    ქ. თბილისი

პოზიციის ტიპი     ნახევარი განაკვეთი

დეპარტამენტი       გაყიდვების დეპარტამენტი & დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტი

ბოლო ვადა            3 ნოემბერი

 

რას გთავაზობს ფრონტ-ოფისის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა GROW?!

  • თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას
  • მენტორების სრულ მხარდაჭერას
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
  • მყუდრო გარემოსა და ღია ურთიერთობებს

 

რა ეტაპებისგან შედგება GROW?!

  • თეორიული კურსი - კურსის დასრულების შემდეგ მოხდება პროგრამაში მონაწილეთა ტესტირება
  • პრაქტიკული სწავლება (სტაჟირება სამუშაო ადგილას) - ამ ეტაპზე გადავლენ თეორიული კურსის ტესტირებაში კარგი შედეგების მქონე სტაჟიორები

 

რა პოზიციებს ფარავს GROW?!

  • გაყიდვების ოფიცერი (გარე გაყიდვების წერტილებზე საბანკო პროდუქტების გაყიდვა)
  • დისტანციური გაყიდვების ოპერატორი (სატელეფონო ზარის მეშვეობით საბანკო პროდუქტების გაყიდვა)
  • დისტანციური მომსახურების ოპერატორი (სატელეფონო ზარის მეშვეობით კლიენტების მომსახურება)
  • საცალო საბანკო სერვისების ოპერატორი (კლიენტების სრული მომსახურება)

 

რა მოთხოვნები აქვს GROW-ს?!

  • განათლება - ახალი კურსდამთავრებული ან მინიმუმ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
  • ენების ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილ დონეზე ფლობა; ინგლისური ენის კარგად (მინიმუმ Intermediate დონე) ფლობა
  • უნარები - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაციის კარგი უნარები


შესაბამისი ვაკანტური პოზიციის გაჩენისთანავე წარმატებულ და მოტივირებულ სტაჟიორებს მოგეცემათ ჩვენს ბანკში კარიერის განვითარების შესაძლებლობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ან გაგვიზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მოცემულ ბმულზე.



დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!