საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა.

 

ვაცხადებთ ანაზღაურებად სტაჟირებას სატრანსპორტო შესყიდვების მიმართულებით. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ, კანდიდატი დაიკავებს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციას.

 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქრების ქუჩა N 14

სტაჟირების ანაზღაურება : 800 (net) ლარი

განაკვეთი : სრული

 

რას ისწავლით:

  • შესყიდვის მოთხოვნის მიღება და შესყიდვების სრული ციკლის განხორციელება ავტო-სატრანსპორტო მიმართულებით;
  • ბაზრის კვლევა და ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება;
  • შესყიდვის პროცესთან დაკავშირებულ პირებთან/სამსახურებთან ერთად მუშაობა/კომუნიკაცია  შესყიდვის სწორად და ხარისხიანად შესასრულებლად;
  • მიმწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება შესყიდვის თითოეულ ეტაპზე;
  • ახალი ნომენკლატურის შექმნა;
  • შესყიდვის ხელშეკრულებების მომზადება, მათი ავტორიზაციის უზრუნველყოფა და მხარეების ხელმოწერის შემდეგ ხელშეკრულების პირობების სწორად განხორციელების კონტროლი;
  • მომწოდებლისთვის შეკვეთის მომზადება, გაგზავნა და საქონლის/მომსახურების  მოწოდების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან პრობლემურ საკითხებზე ურთიერთობა და დროული რეაგირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესყიდვების და ლოგისტიკის სფეროში;
  • უპირატესობა მიენიჭება ავტო საშუალებების შესყიდვა/მომსახურების გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოებებთან ადაპტაციის უნარი;
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge  არა უგვიანეს 2022 წლის  2 ნოემბრისა.

 

გთხოვთ,  საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია,  რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.