საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 197 ფილიალით.

 

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

 

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე;

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -18:00)

ანაზღაურება: საწყისს ეტაპზე 800 ₾

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველთვიური აქციების დაგეგმვა მომწოდებელთან;
  • სააქციო ფასების დადგენა;
  • საბაზისო ფასების დადგენა;
  • გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი კატეგორიის და მომწოდებლების მიხედვით (მათ შორის კატეგორიაში პროდუქტების მიხედვით);
  • კონკურენტების ანალიზი;
  • საბაზისო ფასების და აქციების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • ასორტიმენტის დადგენა, გაფართოება და ახალი პოზიციების განხილვა;
  • კატეგორიის მერჩენდაიზინგი ყველა კონკრეტული მაღაზიისთვის;
  • სააქციო პროდუქციის შეკვეთების მომზადება და მომარაგების განყოფილებისთვის მიწოდება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის,ეკონომიკის მიმართულებით (განიხილება ამავე მიმართულების დამამთავრებელი კურსის , ან მაგისტრატურის სტუდენტები);
  • მათემატიკური უნარ-ჩვევები;
  • Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
  • აუცილებელია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური B2, რუსული B1 ).

 

დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • მიზანდასახული;
  • პასუხიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი“.

 

„სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.