საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში. მარკეტინგი ზრუნავს, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პროდუქტები და სერვისები მიაწოდოს ყველგან, სადაც შეიძლება ის დაჭირდეთ.

 

მულტიარხების მენეჯერი ის ადამიანია, რომელიც ციფრული არხების საშუალებით მუდმივად ცდილობს რელევანტური პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებლებთან კომუნიკაციას, ქმნის და აუმჯობესებს რელევანტურ შეხების წერტილებს და ახორციელებს სხვადსხვა მარკეტინგულ კამპანიებს.

 

 მულტიარხების მენეჯერს ბევრი საინტერესო საქმე აქვს:      

●    იმეილ მარკეტინგული კამპანიების მართვა;

●    იმეილ მარკეტინგულ ავტომატიზაციაზე მუშაობა, სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა, აუდიტორიის ზრდაზე მუდმივი მუშაობა;

●    იმეილ მარკეტინგული კამპანიებისთვის საჭირო რესურსების მოძიება, სამუშაო პროცესის მენეჯმენტი. კოორდინაცია ციფრული მარკეტინგისა და სხვა მონათესავე გუნდის წევრებთან;

●    თრექინგი და მიმდინარე კამპანიების რეპორტინგი, პრეზენტაციები გუნდის წევრებთან და რეკომენდაციები, როგორ გავაუმჯობესოთ შედეგები;

●    A/B ტესტირების სტრატეგიის შემუშავება, მიმდინარე კამპანიების მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა;

●    მარკეტინგისა და სხვადასხვა ქროს ფუნქციურ გუნდებთან მჭიდრო მუშაობა.

 

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

●       მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში. სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს email automation-ზე მუშაობის გამოცდილება

 

ჩვენი აზრით, მულტიარხების მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:     

●       იმეილ მარკეტინგულ კამპანიებზე მუშაობის გამოცდილება;

●       კარგი ანალიტიკური უნარები;

●       შესაძლებლობა, გვერდიდან შეხედო ყველაფერს, რასაც ერთად ვაკეთებთ;     

●       შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი;

●       მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი;

●       ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება;

●       ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა;

●       შედეგზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და შედეგების გაუმჯობესება.

 

უპირატესობად ჩაითვლება:

●       HTML-ის საბაზისო დონეზე ცოდნა

●       გამოცდილება სხვადასხვა იმეილ პროგრამებთან მუშაობის

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.