საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია “იუჯითი” 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იწყებს საგრანტო პროგრამას UGT Tech Hub.

 

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, Hewlett Packard Enterprise და Dell Technologies მხარდაჭერით.

 

გრანტი განკუთვნილია 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის და კონკურსის წესით შეირჩევა  კანდიდატი.

 

შერჩევის კრიტერიუმებია:

  •  მინიმალური ტექნიკური IT უნარები
  •  ინგლისური ენის ცოდნა
  •  სწავლისა და განვითარების სურვილი
  •  მოტივაცია

 

 შერჩეულ 25 კანდიდატს სრულად დაუფინანსდება IT ინჟინერიის საწყისების სწავლების 3 საფეხური.

 

 სწავლება მოიცავს CompTIA IT Fundamentals-ის კურსს.

 

კურსის მენტორები არიან გამოცდილი სერტიფიცირებული ინსტრუქტორები:

  •  ლაშა-გიორგი ჭელიძე - ინფორმაციული უსაფრთხოების კონსულტანტი, იუჯითის IT საკონსულტაციო სამსახურის უფროსი
  •  ნოდარ წერეთელი - იუჯითის ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის ხელმძღვანელი
  •  ირაკლი ადამია - იუჯითის სისტემური ინჟინერი
  •  არჩილ ბერიკიშვილი - Microsoft-ის სერტიფიცირებული ინჟინერი, ქლაუდ ტექნოლოგიების ინჟინერი

 

სწავლებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს:

  •  პრაქტიკულ სამუშაოებს IT მხარდაჭერის, IT სერვის ცენტრისა და IT მონაცემთა ცენტრის მიმართულებით
  •  სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე მოწვეული ექსპერტების ვორქშოპებსა და სემინარებს
  •  საუკეთესო სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას.

 

სწავლის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, სტუდენტებს მიეცემათ საკუთარი უნარებისა და ინტერესების პრეზენტირების შესაძლებლობა, რის შემდეგაც მათ მიერ არჩეული მიმართულებების მიხედვით ეყოლებათ მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან განვითარების გეგმების დასახვაში.

 

სწავლის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ უმცროსი ინჟინრის კვალიფიკაცია და ისინი თავისუფლად შეძლებენ ამ მიმართულებით დასაქმებასა და განვითარებას, როგორც ჩვენს, ასევე სხვა წარმატებულ კომპანიებში.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ექნებათ წვდომა სარეგისტრაციო ბმულზე, ხოლო რეგისტრაცია გაგრძელდება 3-4 კვირის განმავლობაში.

 

დარეგისტრირებულ კანდიდატებს მოვიწვევთ ტესტირებაზე (1-10 დეკემბერი).

 

ტესტირების შედეგების მიხედვით ჩატარდება გასაუბრება (10-15 დეკემბერი) და შეირჩევა გრანტის 25 მფლობელი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის, დაესწარით ჩვენს ღონისძიებას. 

 

 ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/RegistationFormUGT

 ადგილი: ტექნო პარკი
 თარიღი: 3 ნოემბერი
 დრო: 16:00 სთ