საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 

შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება/განსაზღვრა
  • ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციების მოძიება/შეგროვება
  • ბიზნეს პროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • ბიზნეს პროცესების შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებებითა და დოკუმენტების სახით მომზადება
  • ბიზნეს პროცესის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და რეალიზაციაში ჩართულობა
  • ბიზნეს პროცესებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების პერიოდული გადახედვა და განახლება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით უმაღლესი განათლება ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა
  • საოფისე პროგრამების(word, excel, powerpoint) კარგად  ცოდნა
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია Visio, Lucidchart ან ბიზნეს პროცესის ასაწყობი სხვა პროგრამის ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი,  სათავო ოფისი

ანაზღაურება შეთანხმებით

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ გუნდს

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge

 

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.