საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ევექსის კლინიკები“  აცხადებს შერჩევას ტრენინგების ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი, საბურთალო

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5 სამუშაო დღე

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • დოკუმენტაციის წარმოება. მათ შორის ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/კონტროლი
  • ტრენინგების დაგეგმვა/ჩატარების პროცესში ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, მათ შორის: ლოკაციების განსაზღვრა, ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, ტრენინგების მონაწილეთა ინფორმირება სატრენინგო პროცესისა და ვადების შესახებ, დასწრების აღრიცხვა
  • ტრენინგ-ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად წარმართვა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ბაზებში ასახვა, ტრენინგებზე გახარჯული თანხების აღრიცხვა
  • თანამშრომელთა ატესტაციის პროცესში მონაწილეობა, შედგენილი ტესტების ტექნიკური და ვიზუალური ფორმატირება, ტესტირების პროცესის სრული ორგანიზება და მართვა. ტესტების შედეგების ასახვა შესაბამის ბაზაში;
  • უშუალო ხელმძღვნელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, განათლების ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან რელევანტური მიმართულებით;
  • სასურველია რელევანტურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;

 

კომპეტენციები და პიროვნული უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
  • გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი. 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  14 ნოემბრამდე, 2022 წ.

 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:  https://evexclinics.ge/ka/vacancy/trening---centris-asistenti/533

 

“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

 

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.