საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “Vivo Medical Group” დაფუძნდა. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ  მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო , ჟორდანიას კლინიკა.

 

ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ კლინიკებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2000 ადამიანამდეა.

 

“Vivo Medical Group”-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას, შემდგომ კი ზრუნვას მათ კარიერულ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე.

 

ამჯერად, გუნდში ვეძებთ ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტს:

 

ფუნქცია/მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;

** ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტირების პროცესის მონიტორინგი;

** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;

** ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა;

** აუდიტის პროცესში ჩართულობა;
** სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - კონცენტრაცია ფინანსები;
** სასურველია არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის მიმართულებით;

** კონსოლიდირებული ფინანასური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება -  ჩაითვლება უპირატესობად;

** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

** Microsoft PowerPoint -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.
 

მდებარეობა: დიღომი, ლუბლიანას 15ა
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ. 09:30-18:30
ანაზღაურება: 1500 – 1800 ლარი (Net), განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი“.

 

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!