ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია - გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიწის აგეგმვის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავ-მძღოლი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონები
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე
შრომის ანაზღაურება - 1450 ლარიდან 2300 ლარამდე (გამოცდილების გათვალისწინებით)
ბენეფიტები: დაზღვევის კორპორატიული პირობები, “FitPass” ბარათი, კორპორატიულ ქსელში ჩართული ნომერი; ეკიპირება; საცხოვრებელი ფართითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
ფუნქციები :
- სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმში (ქაღალდის ან/და ელექტრონული ვერსია) მონაცემების შეგროვება-შეტანა;
- სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენა;
- სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის იდენტურობის/ადგილმდებარეობის დადგენა;
- სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საველე-საკადასტრო სამუშაოების შედეგად შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ხარისხის კონტროლი;
- გეომონაცემთა ბაზებსა და გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობა;
- დამუშავებული და მომზადებული მასალების მიწოდება უფლებამოსილი პირებისა თუ უწყებებისთვის;
- ვალდებულია გამოიყენოს მისთვის გადაცემული ავტომობილი მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისთვის კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით და უსაფრთხოდ. თავიდან აირიდოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და ავტომობილის დაზიანება
- მუდმივად აკონტროლოს მისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების გამართულობა და ნებისმიერ ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერს (ავტოპარკის მენეჯერი)
- მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისთანავე მოახდინოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტის ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერის, სადაზღვევო კომპანიის და საპატრულო პოლიციის ინფორმირება სატრანსპორტო საშუალების დაზიანების თაობაზე, კერძოდ: მიაწოდოს სადაზღვევო კომპანიას სრული აღწერის და დასაბუთების შემცველი საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის განაცხადი, ასევე გადაუგზავნოს სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის: ავტომობილის მართვის მოწმობა; ცნობა სამუშაო ადგილიდან; ავტომობილის დაზიანებული ადგილის ფოტო მასალა; ავტომობილის ტექნიკური პასპორტი; ავტომობილის სერიული ნომერი (VIN CODE); ავტომობილის სახელმწიფო ნომერი; მოახდინოს დაზიანებული ავტომობილის შეფასება ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით;
- დაიცვას საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სატრანპორტო საშუალებით გადაადგილების წესები, კერძოდ: თავიდან აირიდოს და არ გამოიწვიოს ავტო საგზაო შემთხვევა; არ გადააჭარბოს გზაზე არსებული მანიშნებლებით განსაზღვრულ სიჩქარის ლიმიტს; ავტომობილი იქონიოს მუდმივად სუფთა მდგომარეობაში
- ვალდებულია უზრუნველყოს მინდობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის მოვლა-პატრონობა და უსაფრთხოების დაცვა.
მოთხოვნები:
- აუცილებელია - სრული ზოგადი განათლება;
- მძღოლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აუცილებელია სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
- სასუველია გეოინფორმაციული სისტემის (GIS) პროგრამული პაკეტების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანება.
კონკურსის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნული პოზიცია სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მოითხოვს ხანგრძლივ მივლინებას, რომლის დღიური ანაზღაურება შეადგენს დამატებით 30 ლარს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@napr.gov.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ამგეგმავ-მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.