საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 11/11/2022 - 27/11/2022

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.

 

Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

 

Nexia TA აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტის ასისტენტის პოზიციაზე.

 

მოთხოვნები და მოვალეობები:

 

• ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება;

• IFRS და ISA სტანდარტების ცოდნა;

• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

• Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

• უზრუნველყოს კლიენტის ოპერატიული, თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის მომსახურება;

• სამუშაოს შესრულებისას იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტებისა და მითითებების შესაბამისად;

• დააიდენტიფიციროს მასზე დაკისრებული სამუშაო, შეამოწმოს მისი სიზუსტე და ხარისხი;

• იცოდეს ინფორმაციის მიღების, მიწოდებისა და მათი ვადების შესახებ, შესაბამისად მართოს სამუშაო პროცესი;

• ეფექტურად იმუშაოს მასზე დაკისრებული დავალებების შესრულებისას და შეინარჩუნოს პროფესიული სკეპტიციზმი;

• მონაწილეობა მიიღოს კლიენტი კომპანიის ინვენტარიზაციის პროცესში;

• აუდიტის პროცესში შესრულებული სამუშაო დროულად და ადეკვატურად დაადოკუმენტიროს შესაბამის პროგრამაში.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ფინანსური აუდიტის ასისტენტი".

 

გისურვებთ წარმატებებს!