საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ევექსის კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში აერთიანებს 35 კლინიკას.

 

ევექსი კლინიკებს ქსელურობა საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში და თანამშრომლების გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

 

„ევექსის კლინიკები“ აცხადებს დისტანციური სატელეფონო ცენტრის მომსახურების ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დისტანციური (სახლიდან).  სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სათაო ოფისიდან (საბურთალო) მუშაობა.

 

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი

დღის, სრული - კვირაში 5 დღე, დღეში 8 სამუშაო საათი (ანაზღაურება: 700 +)

დღის, ნახევარი - კვირაში 5 დღე, დღეში 4 სამუშაო საათი (ანაზღაურება: 300 +)

  

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის დროულად გაცემა
  • პაციენტების მომსახურების ორგანიზება
  • მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია  კომპანიის პროდუქტის შესახებ
  • ზარების პროგრამული აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • გამართული მეტყველება;
  • კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/satelefono-centris-momsaxurebis-operatori---tbilisi/244 , ან შეავსეთ აპლიკაცია: shorturl.at/hx139

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 ნოემბერი, 2022 წ.

 

„ევექსი კლინიკები“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადიმონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

 

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლევადაში მიიღოსკ ვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.