საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 15/11/2022 - 21/11/2022

საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თანამშრომლობით, ახორციელებს სტუდენტურ პროექტს - ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროექტი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.  ამასთანავე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციას და მართლმსაჯულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას.

 

პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებზე სპეციალიზებული პროკურორები და ადვოკატები, ხოლო, პროექტის ფინალურ ეტაპზე, 2022 წლის 3 დეკემბერს შერჩეული მონაწილეები გამართავენ იმიტირებულ პროცესს, რომელსაც განსჯიან და ვერდიქტს გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები.

 

პროექტში პროკურორებისა და ადვოკატების პოზიციებზე მოწვეული არიან იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები, ხოლო ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის შესასრულებლად ვიწვევთ ნებისმიერი ფაკულტეტის მე-3 - მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 21 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე mgeletashvili@pog.gov.ge   გვაცნობოთ იმ სტუდენტთა მონაცემები (CV) რომლებსაც სურვილი აქვთ პროექტში შეასრულონ ნაფიც მსაჯულთა ფუნქცია.