საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) უმცროსი სპეციალისტის პოზიციის მიზანია:

 

გააძლიეროს გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულება როგორც თიბისი ბანკში, ასევე საზოგადოებაში, შეიმუშავოს სხვადასხვა პროექტები გარემოს დაცვის და სოციალური მიმართულებებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ორგანიზება გაუწიოს ESG მიმართულებით სხვადასხვა შიდა და გარე ღონისძიებებს, მოამზადოს მასალები როგორც შიდა, ასევე გარე კომუნიკაციისთვის, ჩაერთოს გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების გაძლიერების პროცესში, განახორციელოს მონიტორინგი და შედეგების შეფასება.

 

გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) უმცროსი სპეციალისტი შეუერთდება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მართვის განყოფილებას, რომელიც შეიქმნა ჯგუფის მასშტაბით მოცემული მიმართულებების გასაძლიერებლად და ჯგუფის საქმიანობის შედეგად საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის გასაზრდელად.

 

შენი საქმიანობა იქნება:

• განახორციელო სხვადასხვა აქტივობები თიბისი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიის / პოლიტიკის შესაბამისად

• ორგანიზება გაუწიო გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით სხვადასხვა შიდა და გარე ღონისძიებებს

• მოამზადო მასალები როგორც შიდა, ასევე გარე კომუნიკაციისთვის

• ჩაერთო გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების გაძლიერების პროცესში

• ჩაერთო ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში გარემოსდაცვითი, გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების მხარდასაჭერად

• განახორციელო მონიტორინგი და შედეგების შეფასება

• ჩაერთო თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშის მომზადებაში

• განახორციელო მონაცემთა მართვა და ვიზუალიზაცია

• გაეცნო საერთაშორისო და ადგილობრივი გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) სტანდარტებსა და შეფასების ინსტრუმენტებს;

• მონაწილეობას მიიღო ESG მონაცემთა ანალიზის, გამჭვირვალობისა და გამჟღავნების სტანდარტების განვითარებაში.

• ითანამშრომლო აქტიურად სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან განყოფილების საქმიანობის მხარდასაჭერად.

 

ველოდებით გამოხმაურებას თუ გაქვს:

• ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, მარკეტინგში, განვითარების კვლევებში, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.

• გარემოსდაცვითი, სოციალური, გენდერულ და/ან მრავალფეროვნების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

• გარემოსდაცვითი, სოციალური, გენდერულ და/ან მრავალფეროვნების საკითხებზე შიდა და გარე კომუნიკაციის მიმართულებით 6-თვიანი გამოცდილება.

• მონიტორინგისა და შეფასების გამოცდილება.

• საჭიროა ძლიერი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარი.

• ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა, როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი, სავალდებულოა.

• კომპიუტერების და საოფისე პროგრამული პაკეტების გამოყენების გამოცდილება, სასურველია ვებ-ზე დაფუძნებული მართვის სისტემებისა და მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის მოწინავე პროგრამების მუშაობის გამოცდილება.

 

ვის ვეძებთ:

• თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კომუნიკაბელური;

• დაინტერესებული ხარ გარემოს დაცვის საკითხებითა და სოციალური ინიციატივებით

• შეგიძლია შეაფასო სხვადასხვა პროდუქტები, სერვისები და პროექტები მდგრადი განვითარების ჭრილში

• გაქვს მონაცემთა ანალიზის პროგრამების გამოყენების გამოცდილება, მათ შორის, Excel, PowerBI

• გაინტერესებს სიახლეები და არ გეშინია გამოწვევების;

• შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულად

• და გჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება და შევქმნათ მდგრადი განვითარების საუკეთესო მაგალითი ქვეყანაში.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: employment@tsu.ge 2022 წლის 21 ნოემბრის 17.00 საათამდე