საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

·      ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ სტუდენტი/კურსდამთავრებული;

·      ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;

·      გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;

·      არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან;

·      გაინტერესებს საბანკო სექტორი

·      სურვილი გაქვს გაიუმჯობესო მომსახურებისა და გაყიდვების უნარ-ჩვევები.

 

შენ გექნება შესაძლებლობა:

·      შეხვდე და გაესაუბრო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;

·      დაეხმარო მომხმარებელს გამოიყენოს ბანკის დისტანციური პროდუქტები და დაზოგოს თავისი დრო;

·      გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, გააკეთო წარმატებული შეთავაზება და გაყიდო საბანკო მომსახურება;

·      წვლილი შეიტანო თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.

 

 ჩვენ გთავაზობთ:

·      4 საათიან სამუშაო განაკვეთს: მონაცვლეობით, 10:00-19:00 პერიოდში

·      2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

·      ჯანმრთელობის დაზღვევას;

·      ფიქსირებულ ხელფასს (200 ლარი ხელზე) + ყოველთვიური ბონუსი (გამომუშავებით);

·      3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, კარგი შეფასებების და შედგების მქონე თანამშრომლები დაწინაურდებიან, კარიერული ზრდასთან ერთად გაიზრდება ანაზღაურება;

 

ადგილი სადაც იმუშავებ:

 

სტანდარტული სერვისცენტრი, Express სერვისცენტრი.

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.