ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია - ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიწის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ქ. თელავი; ქ. გურჯაანი; ქ. მცხეთა; ქ. გორი; ქ. ფოთი; ქ. ზუგდიდი; ქ. ბათუმი; ქ.ქუთაისი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა - 3 თვე საწყისი შრომის ანაზღაურება - 1320 ლარი
ფუნქციები :
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის მიზნით შერჩეულ დასახლებებში საველე ვიზიტი, მიწის ნაკვეთებზე უფლებამოსილი პირების, უფლების დამდგენი დოკუმენტაციის იდენტიფიცირების და მონაცემების დამუშავების მიზნით;
საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ადგილზე დათვალიერების ოქმის შევსება;
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება;
სხვადასხვა უწყებებთან და სამსახურებთან ურთიერთობა, მათგან სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა;
სხვადასხვა უწყებებთან და სამსახურებთან ურთიერთობა, მათგან სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა;
შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა ან/და განხილვის შედეგად სარეგისტრაციო განაცხადის მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
დაინტერესებული პირისთვის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
მოქალაქეებთან სატელეფონო კომუნიკაცია, მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების მიზნით და მიღებული მონაცემების ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახვა;
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის წარმოება.
მოთხოვნები:
- IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი/მაგისტრი იურიდიული მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
• გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
• შედეგზე ორიენტაცია;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
• დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
• საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
• საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
• საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების" დამტკიცების შესახებ;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
კონკურსის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@napr.gov.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგისტრატორი", (მიუთითეთ ქალაქი, სადაც გსურთ იყოს თქვენი სამუშაო ადგილი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება