საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან. Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

 

Nexia TA აცხადებს სტაჟირებას ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტში - CFO ს მიმართულებით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველთვიური უწყისების მოგროვება;
  • მიღებული შედეგების ხელმძღვანელთან განხილვა;
  • არსებული ხარჯების მიმდინარე ანალიზი;
  • კოეფიციენტების (ე.წ. “რეიშოუ”) ანალიზი;
  • ხელმძღვანელთან ერთად კონკრეტული პროდუქტების/პროექტების ფინანსური მომგებიანობის ანალიზი.

 

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მესამე ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge

 

წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტში".

 

გისურვებთ წარმატებებს!