საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

 

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 7 დიდ ქალაქში: თბილისი (დიდუბე, გლდანი, საბურთალო, ლილო), რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

 

ჩვენ გთავაზობთ:

• პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;

• სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

• უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

• FitPass ბარათს;

• უფასო კვებას.

 

ძირითადი მოვალეობები:

• შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით;

• შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

• პოტენციური მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);

• ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება;

• ძნელადრეალიზებადი პროდუქციის დამუშავება, მიზეზების დადგენა და შესაბამისი აქტივობების გაწერა;

• მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების განახლების უზრუნველყოფა პერიოდულად (3 თვეში ერთხელ-სეზონურად);

• მოსალოდნელი დეფიციტების განსაზღვრა და ალტერნატიული პოზიციების მოძიება/ჩანაცვლება (დროებით შევსება).

 

მოთხოვნები:

• სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებით;

• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

• სასურველია თურქული ენის ცოდნა;

• 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

• საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

• პასუხისმგებლობის გრძნობა;

• განვითარებაზე ორიენტირებული;

• მოლაპარაკების წარმოების უნარი;

• პროექტის მართვის უნარი;

• გუნდური მუშაობის უნარი. სტაჟირებით

 

დაინტერესების შემთხვევაში:

• გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://gorgia.ge/

 

გისურვებთ წარმატებებს!