საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 29/11/2022 - 06/12/2022

ბაზისბანკი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ორგანიზაციაა ქართულ ბაზარზე,  რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 8 რეგიონში. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თავის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი განვითარება.

 

თუ შენ გაქვს უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო ან ეკონომიკის მიმართულებით, გსურს ბანკში კარიერის აწყობა, გაქვს განვითარების სურვილი ამ სფეროში და არ გაქვს გამოცდილება?

 

ამჟამად ჩვენ გთავაზობთ 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი კორპორატიული სესხების ანალიტიკოსის ვაკანსიას დასაქმების პერსპექტივით, რომელიც  როგორც კორპორატიული ბიზნეს სესხების განყოფილების თანამშრომელი, კორპორატიული სესხების ანალიტიკოსთან ერთად და მისი მეთვალყურეობის ქვეშ, ჩართული იქნება კორპორატიული კლიენტის საკრედიტო განაცხადის დამუშავებაში, მისი მიღებიდან დაოქმებამდე და შემდგომში მის სათანადო მონიტორინგში საკრედიტო რისკის დროული იდენტიფიცირების მიზნით.

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • განმცხადებლის ძირითადი საქმიანობის ადგილზე მონახულება;
  • მიღებული პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის ინტერპრეტირება და მათ საფუძველზე საბალანსო, მოგება-ზარალის და ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისების ფორმირება;
  • ფინანსური უწყისების ანალიზი, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და მათი პრეზენტირება მოკლე და ნათლად აღქმადი ფორმატით;
  • მოძიებული ფინანსური თუ არა ფინანსური მონაცემების ანალიზი და მათ საფუძველზე სასესხო შეთავაზების სტრუქტურირება ბანკის საკრედიტო პოლიტიკისა და საკრედიტო ინსტრუქციის შესაბამისად;
  • მომზადებული საკრედიტო ფაილის პრეზენტირება საკრედიტო კომიტეტზე;
  • კორპორატიული სესხების ანალიტიკოსის თხოვნით სხვადასხვა რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება და სასარგებლო ინფორმაციად გარდაქმნა;
  • განყოფილების ხელმძღვანელობის თხოვნით სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის სექტორზე მონაცემების შეგროვება და  მისი პრეზენტირება მოკლე და ნათლად აღქმადი ფორმატით.

 

მთავარია შენ იყო:

  • მოტივირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გქონდეს ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელური;
  • სასურველია  ფლობდე ინგლისურ ენას.

 

თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს,  ბაზისბანკი მზადაა  შეგასწავლოს ეს საქმე, მოგცეს მრავალფეროვანი გამოცდილება და  რეალური შანსი განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში.

 

გახდი ბაზისბანკის გუნდის წევრი!


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2022 წლის 6 დეკემბრის  ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!