საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 30/11/2022 - 09/12/2022

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პოზიცია?!

  • ვინც ეძებს პირველ სამუშაო გამოცდილებას ან სურვილი აქვს, გაიღრმავოს ცოდნა გაყიდვების მიმართულებით
  • ვისაც სურს, კარიერული განვითარება და წინსვლა საბანკო სფეროს დაუკავშიროს
  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სწავლასა და განვითარებაში

 

რა დაგხვდებათ ჩვენთან?!

  • საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი და მეგობრული გუნდი
  • ღიაობა ინიციატივების მიმართ
  • კონკურენტული ანაზღაურება და მრავალფეროვანი ბენეფიტების პაკეტი

 

რა არის ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!

  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა
  • საბანკო პროდუქტებისა და სერვისების (სესხები, საბანკო ბარათები) აქტიური გაყიდვა ბანკის მიერ განსაზღვრულ გაყიდვების წერტილებში
  • ყოველდღიური დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა, ფაილინგის წარმოება
  • ბანკის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
  • მომხმარებლებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების გზით

 

რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს ამ პოზიციას?!

განათლება - ახალი კურსდამთავრებული ან მინიმუმ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი

ენების ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ტექნიკური ცოდნა - MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა

სამუშაო გამოცდილება - სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

 

რა არის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები?!

  • მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  • ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  • პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  • კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  • ინიციატივა & ინოვაცია

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული https://rebank.ge/vacancies/35