საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან. Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ
ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.


Nexia TA აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მთავარი ბუღალტერის ასისტენტის პოზიციაზე.


სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, ბიზნეს ცენტრი „King David”

 

მოთხოვნები:
• ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება მთავარი ბუღალტერის ასისტენტის პოზიციაზე".

 

გისურვებთ წარმატებებს!