საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს  (www.loialte.com.ge) და ტრენინგ ცენტრს (https://erudio.ge/ka)

მარკეტინგის მენეჯერი:
• ლოილატეს და მისი ქვებრენდების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა,განხორცილება და მონიტორინგი.
• ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;
• მომხმარებლის სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა;
• ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და აღსრულების კოორდინირება;
• მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განვითარება;
• დისტანციური საკომუნიკაციო არხების განვითარება, მართვა და კონტროლი, მათ შორის იმეილ მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი და ა.შ.
• სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა, პროცესის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.
• რეპორტინგი მენეჯმენტთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან/და სხვა მონათესავე მიმართულებებით.
• აუცილებელია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ  1 წლიანი გამოცდილება.
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:
• დეტალებზე ორიენტირებულობა.
• ანალიტიკური აზროვნება.
• გამართული კომუნიკაციის უნარი.
• კრეატიული, შემოქმედებითი წერის უნარი.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ვაკანსიის ადგილმდებარეობა.