სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.
კომპანია „ოპპა“ ეძებს გუნდის წევრს ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების სპეციალისტის პოზიციაზე.
სტრუქტურული ერთეული: ოპერაციების განყოფილება
პოზიციის მიზანია, ბიზნეს პროცესების ანალიზი და დოკუმენტირება.
რისი გაკეთება მოგიწევს:
⚫ ჩართული იქნები კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირებისა და აღრიცხვიანობის მართვაში;
⚫ ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების გეგმის შემუშავებაში;
⚫ ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში;
⚫ ბიზნეს პროცესის დოკუმენტური სახით ჩამოყალიბებასა და შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებების მომზადებაში;
⚫ დამუშავებული და დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესების შეთანხმებაში დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან;
⚫ ჩართული იქნები დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესის ვიზირების, დამტკიცებისა და დაკავშირებული პირების ინფორმირების ნაწილში;
⚫ ჩართული იქნები ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების რეაგირებაში;
⚫ დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვის და განახლების ნაწილში;
⚫ დოკუმენტირებული პროცესების ცვლილებების ბრძანებების მომზადების, ვიზირების, დამტკიცებისა და დაკავშირებული პირების ინფორმირებაში;
⚫ დამტკიცებული პროცესების და შესაბამისი ცვლილებების აღრიცხვაში;
⚫ დოკუმენტირებული პროცესების ელექტრონული და ფიზიკური არქივის კონტროლი;
⚫ შესრულებულ საქმესთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება და წარდგენა სტრუქტურული ერთეულის უფროსთან.
მნიშვნელოვანია გქონდეს:
⚫ დოკუმენტებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია, პროცესების მართვის/დოკუმენტირების მიმართულებით)
⚫ საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
⚫ აუცილებელია, Visio, Lucidchart ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
⚫ ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
• სასურველია, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, პროცესების მართვის მიმართულებით);
• სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: l.mzarelua@oppa.ge