საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან. Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

 

Nexia TA აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში. სტაჟირება მოიცავს სასწავლო პროგრამასა და პრაქტიკულ მუშაობას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, ბიზნეს ცენტრი „King David”

 

აუცილებელი მოთხოვნები:

• ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

• Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

• ანალიტიკური აზროვნება;

• გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში",

 

გისურვებთ წარმატებებს!