საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 19/12/2022 - 25/12/2022

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 27 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

 

გვჭირდება გუნდის ახალი წევრი:

  • რომელიც არის სტუდენტი, ან ბაკალავრი
  • შეუძლია ანალიტიკური აზროვნება
  • აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი
  • ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა
  • არის დეტალებზე ორიენტირებული
  • კარგად უძღვება პრეზენტაციას
  • აქვს ადაპტაციის კარგი უნარი
     

რას მოიცავს პროგრამა:

პროექტი „დაიწყე კარიერა თეგეტაში“   სამუშაოს მაძიებლებს „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად დასაქმების უნიკალურ შანსს გთავაზობთ. პროექტის ფარგლებში, სრულიად უსასყიდლოდ, დაეუფლებით ახალ პროფესიას და მოგეცემათ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში დასაქმების შანსი ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის მაგალითად, გაყიდვების კონსულტანტი, სექტორის მენეჯერი, სერვისის აღრიცხვის ოპერატორი და სხვა.

 

  • პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეგიძლია სამუშაო გამოცდილების გარეშე;
  • გუნდში ვეძებთ 30 ახალ წევრს;
     

შერჩევის ეტაპები :

  • ტესტირება
  • გასაუბრება
     

სასწავლო პროცესის აღწერა:

ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ თვენახევრიან სასწავლო კურსს, რომლის განმავლობაშიც  შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. 

 

სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას, სიმბოლურ საჩუქრებს  და დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ თბილისის სხვადასხვა ფილიალში.

 

თეგეტაში ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც.  დასაქმებულ წევრებს შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

 

სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში და სრულად დაფინანსდება თეგეტა მოტორსის მიერ.

 

გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: career@tegetamotors.ge ან გადადი ლინკზე და შეავსე აპლიკაცია https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=346