საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაცხადებთ სტაჟირებას კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით.

 

ჩვენთან დაგხვდებათ - გამოცდილი და მეგობრული გუნდი, აგრეთვე საბანკო პროდუქტების და კორპორატიული საბანკო მომსახურების პროფესიული განვითარების შესაძლებლობა!

 

ადგილმდებარეობა - თბილისი, სათავო ოფისი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაწილეობა კორპორატიული კლიენეტების დაკრედიტების, დოკუმენტური ოპერაციების და აკრედიტივების გაცემის მიზნით კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შესწავლაში - ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, საიტ ვიზიტის განხორციელება, კლიენტის კრედიტუნარიანობის განსაზღვრა;
  • მონაწილეობა კლიენტისთვის შესათავაზებელი დაკრედიტების ოპტიმალური სტრუქტურის ფორმირებაში; კლიენტის საქმიანობის შესახებ რეზიუმეს, ბაზრის ანალიზის, კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების და საპროგნოზო გათვლების მომზადება;
  • მონაწილეობა მომზადებული პროექტის/ფინანსური ანალიზის განხილვაში საკრედიტო რისკებთან და საკრედიტო კომიტეტის სხდომაზე დასწრება;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების რეგულირებაში ჩართულობა, კლიენის მიერ შესასრულებელი პირობების შესრულების კონტროლი, მონიტორინგი;
  • ჩართულობა კლიენტის საკრედიტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში და კლიენტისთვის ფინანსური კონსულტაციების გაწევაში;
  • მონაწილეობა პოტენციური კორპორატიული კლიენტების ბაზების მომზადებაში, მათთვის საკრედტო, სახაზინო პროდუქტების, სახელფასე და ბანკის სხვა მომსახურებების შეთავაზების და ათვისების მიზნით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, საბანკო-საფინანსო/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
  • ფინანსური ანალიზი, საოფისე პროგრამების (Excel, PowerPoint) ცოდნა.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Recruitment@libertybank.ge 2022  წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ უნივერსიტეტი და პოზიციის დასახელება.