საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს People Advisory-ის მიმართულება აერთიანებს სწავლება და განვითარების, BDO Academy-ისა და ელექტრონული სწავლების მართვის სისტემის მომსახურებებს.

 

გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

 

ადგილმდებარეობა  -  ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება  -  ბიზნესის განვითარების უმცროსი სპეციალისტი

სამუშაო საათები  -  სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

 

ფუნქცია/მოვალეობები:

• სოციალური მედია არხების (Facebook, Instagram, LinkedIn) მართვა

• სარეკლამო კამპანიების შემუშავებასა და გაშვებაში მონაწილეობის მიღება

• დაგეგმილი შედეგების მიღწევის მიზნით გაყიდვებისა და მარკეტინგული კალენდრის შედგენა/განხორციელების პროცესში ჩართულობა

• ქონთენთის შემუშავების (სოციალური მედიისთვის, პრინტ მასალებისთვის, ვებგვერდისთვის) სრული ციკლის მართვა

• კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზებაში, პრეზენტაციების ჩატარებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება

• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები:

• განათლება მარკეტინგის/ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)

• 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში

• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• MS Office-ის პროგრამების ცოდნა

• სასურველია Adobe Illustrator-ის საბაზისო ცოდნა

• გამართულად წერის უნარი

• მოლაპარაკების წარმოების უნარი

• პრეზენტაციების ჩატარების უნარი

• დროის ეფექტურად მართვის უნარი

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

• ორგანიზებულობა

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ბიზნესის განვითარების უმცროსი სპეციალისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06.01.2023

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.