საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საქართველოს ბანკი“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტში ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს.

 

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული;
  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • გსურს გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდიელბა და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში 
  • გამოსცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები 

 

შენ გექნება შესაძლებლობა:

  • გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;
  • შეხვდე და დაეხმარო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;
  • გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები და მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ;
  • განვითარდე და 3-დან 6 თვემდე პერიოდში დაწინაურდე როგორც ფილიალის სხვა პოზიციაზე, ასევე ბანკის სხვადასხვა მიმართულებით - შენი უნარების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

 

 ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო განაკვეთს: 10:00 -19:00
  • 2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიური ბონუსი (გამომუშავებით);
  • 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, კარგი შეფასებების და შედგების მქონე თანამშრომლები დაწინაურდებიან, კარიერული ზრდასთან ერთად გაიზრდება ანაზღაურება;

 

ადგილი სადაც იმუშავებ:

სტანდარტული სერვისცენტრი ან Express სერვისცენტრი.

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.